black and brown leather padded tub sofa

ლაზერული და ეროზიული ჭრა

ზუსტი შტამპების, პრესფორმების და მეტალის დეტალების დამზადება

ლაზერული ჭრის სერვისი

მეტალის ზუსტი და ხარისხიანი ჭრა

ნებისმიერი მეტალის კომპლექსური და მაღალი სიზუსტი მქონე დეტალების ამოჭრა

8 მილიმეტრამდე სისქის ლითონის ფურცლის CNC მოღუნვა

ეროზიული ჭრა
ფურცლოვანი ლითონის მოღუნვა

ლა​ზე​რული ჭრა

​მეტალის ჭრა ოპტიკურ-ბოჭკოვანი ლაზერით. ოპტიკურ-ბოჭკოვანი ლაზერი ლაზერების უახლესი და ყველაზე პოპულარული ტიპია, მაღალი სიზუსტის და სისწრაფის გამო. ჩვენთან შესაძლებელია 16 მმ.-მდე სისქის მეტალის დეტალის ამოჭრა.
რა მასალების დაჭრა შეიძლება ბოჭკოვანი ლაზერით? ნახშირბადოვანი ფოლადი, უჟანგავი ფოლადი, სპილენძი, თითბერი, ალუმინი და ტიტანი.

ეროზიული ჭრა

​არის ელექტრო თერმული წარმოების პროცესი, სადაც თხელი ერთჯაჭვიანი ლითონის მავთული, დეიონიზებულ წყალთან ერთად საშუალებას აძლევს მავთულს გაჭრას ლითონი ელექტრული ნაპერწკლებიდან მიღებული სითბოს გამოყენებით. იდეალურია უზუსტესი პრესფორმების, შტამპებისა თუ სხვა დეტალების დასამზადებლად. შესაძლებელია კონუსური ჭრაც.

ფურცლოვანი ლითონის მოღუნვა

NC მოსაღუნი პრესი უზრუნველყოფს ლითონის ფურცლების ზუსტ ფორმირებას. ის იყენებს რიცხვითი მართვის ტექნოლოგიას, რაც საშუალებას იძლევა ავტომატური რეგულირებისა და გაუმჯობესებული განმეორებადობის, რაც ზრდის ეფექტურობას და ამცირებს ოპერატორის შეცდომას. სხვადასხვა მასალის, სისქისა და რთული ფორმის დამუშავების შესაძლებლობით, ის იდეალურია იმ ინდუსტრიებისთვის, რომლებიც მოითხოვენ მაღალი ხარისხის ლითონის დეტალებს და თანმიმდევრულ შედეგებს.

ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს ლაზერული/ეროზიული ჭრა?

ფასი დამოკიდებულია მეტალის სისქესა და მის პერიმეტრზე. ფასზე ასევე გავლენას ახდენს დეტალის ნახაზი გაქვთ თუ ჩვენა უნდა შევადგინოთ.

ნახაზი უნდა მქონდეს თუ ნიმუშიც საკმარისია?

არ არის აუცილებელი ნახაზი გქონდეთ, ნიმუშის მიხედვით ჩვენ შეგვიძლია ნახაზის შედგენა.

რა ფორმატის უნდა იყოს ნახაზი?

დეტალის ციფრული ნახაზი უნდა იყოს .dwg ან .dfx ფორმატში. თუ ნახაზი მხოლოდ მატერიალური ფორმით გაქვთ, მისი ციფრულ ფორმატში გადაყვანა შეგვიძლია.

ამოჭრილი დეტალის მოღუნვა თუ შესაძლებელია?

დიახ ჩვენი NC პრესით შესაძლებელია ნებისმიერი დეტალის მოღუნვა თუ მისი სისქე არ აღემატება 8 მილიმეტრს.